საქართველოს მთავრობა – საჯარო მმართველობა

საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ საჯარო კონსულტაცია დაიწყო

გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით 2015 წელს დაიწყო საჯარო მმართველობის რეფორმა.

ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის (OECD/SIGMA) ექსპერტების მხარდაჭერით შესწავლილ იქნა საჯარო მმართველობის პრობლემური საკითხები და შესაბამისი მიგნებების საფუძველზე შემუშავდა რეფორმის გზამკვლევი 2020. გზამკვლევში ჩამოყალიბებულია კონკრეტული ამოცანები, რომელთა განხორციელება რეფორმის მიზნების წარმატებით მიღწევას უზრუნველყოფს. გზამკვლევის განხორციელების მიზნით შემუშავდა სამოქმედო გეგმა 2015-2016, მოგვიანებით კი - სამოქმედო გეგმა 2017-2018 წლებისთვის.

რეფორმა ევროკავშირის საჯარო მმართველობის მოდელს ეყრდნობა და 6 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს:

 პოლიტიკის დაგეგმვა
 ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სამსახურში
 ანგარიშვალდებულება
 სახელმწიფო სერვისების მიწოდება
 საჯარო ფინანსების მართვა
 ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მომზადებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ევროკავშირის ექსპერტებთან კონსულტაციით, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

საქართველოს მთავრობის მიზანია, დოკუმენტი დამტკიცებამდე ხელმისაწვდომი გახდეს ფართო საზოგადოებისთვის, რათა შესაძლებელი იყოს მათი მოსაზრებების, წინადადებების გათვალისწინება.


საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს მთავრობამ საჯარო კონსულტაცია დაიწყო.

სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია ხელმისაწვდომია აქ. დეტალური ინფორმაცია დოკუმენტის შემუშავების შესახებ იხილეთ აქ.

გაეცანით 2019-2020 წლებში საქართველოში საჯარო მმართველობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს და 2019 წლის 21 თებერვლის ჩათვლით მოგვაწოდეთ წინადადებები რეფორმის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

➡️ მოგვწერეთ