საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის უდიდესი პოლიტიკოსის ჰანს დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო. იგი იმ პოლიტიკოსთა რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც მსოფლიოში მშვიდობას მიუძღვნეს თავისი მოღვაწეობა.
ქართველი ხალხი ყოველთვის მადლიერებით გაიხსენებს იმ თანადგომას, რომელიც ჰანს დიტრიხ გენშერმა გამოიჩინა საქართველოს მიმართ ჩვენთვის ყველაზე რთულ წლებში. საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ გერმანიის მთავრობას და გერმანელ ხალხს დიდი პოლიტიკური მოღვაწის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს.

გიორგი კვირიკაშვილი