საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-05

მთელი გულით ვულოცავ დაბადების დღეს დიდ რეჟისორსა და სცენარისტს მიხეილ კობახიძეს. 

მიხეილ კობახიძის გამორჩეული ხელწერა და ორიგინალური ხედვა, იუმორით, დიდი სიყვარულითა და სითბოთი გაჯერებული მისი ფილმები დღესაც აღაფრთოვანებს მაყურებელს. მიხეილ კობახიძის ხელოვნებამ გაუძლო ყველა სირთულეს და იმ უმძიმეს ეპოქაში თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

ვუსურვებ ჩვენს საამაყო რეჟისორს ჯანმრთელობას, მხნეობასა და კიდევ მრავალ შემოქმედებით წარმატებას.

გიორგი კვირიკაშვილი