საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რეფორმებზე ისაუბრებს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-20

ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით საქართველოში განხორციელებული რეფორმები იქნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის მთავარი თემები.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სათქმელი ბევრი აქვს და მოხარული იქნება, ამის შესახებ ევროპელი მეგობრების წინაშე ისაუბროს.
პრემიერ-მინისტრი ასევე მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს.
გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით ხვალ გამოვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური