საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ნონა გაფრინდაშვილს 75 წლის იუბილე მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჭადრაკის სასახლესთან, ცნობილი ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ნონა გაფრინდაშვილს იუბილე მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ დიდხანს მოღვაწეობა უსურვა. „ნონა გაფრინდაშვილი ყველა ქართველისთვის და მსოფლიოში უამრავი ადამიანისთვის არის ორი რამის სიმბოლო - ეს არის ინტელექტის და მებრძოლი სულის გამარჯვება. ჩემთვის და ყველა ქართველისთვის ეს ადამიანი არის უაღრესად სათაყვანებელი" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ვერის პარკში გამართულ ღონისძიებას მთავრობის წევრები და ცნობილი ქართველი და უცხოელი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური