საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ჩეხეთი ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდამჭერია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-10

ჩეხეთი ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია, - ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა, რაც პროცესის წარმატებით დასრულების წინაპირობაა.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, სამომავლო პარტნიორობას და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს შეეხო. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჩეხეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური