საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ლიდერების საუზმე ლანკასტერის სასახლეში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაური ლანკასტერის სასახლეში იმყოფება, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი (David Cameron), ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მონაწილე 40-მდე ქვეყნის ლიდერს, ოფიციალურ საუზმეზე მასპინძლობს.

სამიტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იმართება და მასში მონაწილეობენ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი (Erna Solberg), ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი, მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი (Joseph Muscat) , აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი და სხვები.

ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი, დიდი ბრიტანეთის დროით, 10:00 საათზე იხსნება. სამიტის ერთ-ერთ თემატურ სესიაზე, სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური