საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელ დირექტორს, მენო შნელს შეხვდა. საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის საკითხებს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და დასახეს თანამშრომლობის ახალი გეგმა. აღინიშნა, რომ საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ფონდის მისია, რომელიც ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური