საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ოფიციალური სადილი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-03

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს  ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას, რომელსაც სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი, ჭანგ გაოლი ხელმძღვანელობს, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე, ეს არის ჩინეთიდან საქართველოში პირველი მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი.  მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაღრმავდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური