საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

C ჰეპატიტით დაავადებული ყველა ადამიანი მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას შეძლებს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-06

საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებული აბსოლუტურად ყველა ადამიანი, 10 ივნისიდან, მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას შეძლებს, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით კრიტერიუმების გაფართოების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგს მიესალმება.

პრემიერის განცხადებით, დღემდე ეს მხოლოდ მძიმე დაავადების ნიშნების მქონე პაციენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი და მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და მთელი მისი გუნდის ძალიან დიდი შრომის შედეგია.

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი შედეგისთვის. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მკურნალობის პროცესში 10 ათასზე მეტი პაციენტია ჩართული და ასევე ძალიან დადებითია ის, რომ განკურნებული ადამიანების მაჩვენებელი თანდათან უფრო მატულობს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ საქართველოში, შესაძლებელია C ჰეპატიტი მთლიანად იქნას დაძლეული. მკურნალობის თითქმის აბსოლუტური მაჩვენებელია და ვფიქრობ, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოს შედეგია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური