საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კანცლერს გერმანიაში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა.

ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იყო. პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და დროულად დასრულების მნიშვნელობას. ამ და სხვა საკითხებს ქართული და გერმანული მხარეები გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური