საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უპრეცედენტოდ გაიზარდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-13

2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, უპრეცედენტო ზრდა იყო და 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი - 376 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, რაც ძალიან სასიხარულო რიცხვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, პირველ ადგილზეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ხოლო შემდეგ მოდის საფინანსო და ენერგეტიკის სექტორი. პირველი ინვესტორია აზერბაიჯანი, მეორე თურქეთი, მესამე - გაერთიანებული სამეფო.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი მატება შეინიშნება. ეს ბევრ რამეზე მიუთითებს - სტაბილურობაზე, გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოზე, ინვესტორების მხრიდან საქართველოს, როგორც კარგი საინვესტიციო მიმართულების ჩამოყალიბებასა და დანახვაზე და ეკონომიკური ბლოკის კარგ მუშაობაზე, რაც ძალიან სასიხარულოა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური