საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

209 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-13

საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ კიდევ 209 ოჯახს საცხოვრებელ ფართს მუდმივ საკუთრებაში გადასცემს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2012 წლიდან დღემდე, მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია თითქმის 12 ათასი ოჯახი.

„ეს ჯამში უკვე 11 854 ოჯახია და ეს პროცესი გაგრძელდება. ეს არის ჩვენი მოვალეობა და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამ ადამიანებს სტაბილურად მუდმივი საცხოვრებელი ექნებათ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური