საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი პირველ ვიცე-პრემიერთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია, დიმიტრი ქუმსიშვილის პირველ ვიცე-პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით, უადგილოა.

"ეს არის გამოწვეული იმით, რომ მე და კახი ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში და ეკონომიკურ გუნდს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია. აქედან არის გამოწვეული ეს დანიშვნა, ამიტომ ყველანაირი დანარჩენი მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია არის უადგილო ამ საკითხთან დაკავშირებით", - განუცხადა მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური