საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი - მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოს ლეგენდა სტუმრობს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-14

მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოს ლეგენდა სტუმრობს, - ამ სიტყვებით მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიელ მსახიობს, სოფი ლორენს.

სოფი ლორენი საქართველოში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის - "ნატვრის ხე" მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვიდა ღონისძიებაზე, რომელიც 15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად მიიმართება.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური