საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

სამუშაო ვახშამი გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-16

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბერლინში. დღის ბოლოს გიორგი კვირიკაშვილი გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო ვახშამის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, გერმანელმა ბიზნესმენებმა წარმოადგინეს კონკრეტული ბიზნეს ინიციატივები და პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრა გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.