საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ვერა წიგნაძის გარდაცვალების გამო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-18

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი ბალერინას - ქალბატონ ვერა წიგნაძის გარდაცვალების გამო.
ვერა წიგნაძე იყო მე-20 საუკუნის ქართული კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საბალეტო ხელოვნების განვითარებაში. ის იყო ლეგენდარული ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ამით ყველაფერია ნათქვამი.

ვერა წიგნაძის ცეკვა წლების განმავლობაში აღტაცებას იწვევდა ქართველ თუ უცხოელ მაყურებლებში. ის ჩვენი ქვეყნის სიამაყე იყო.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ვერა წიგნაძის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი