საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

სამუშაო ვახშამი დონალდ რამსფელდთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტს, დონალდ რამსფელდს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა რამსფელდის ფონდს, სხვა ორგანიზატორებთან ერთად, CAMCA-ს რეგიონალური ფორუმის ჩატარების ადგილად თბილისის შერჩევისთვის. მანვე ხაზი გაუსვა რამსფელდის სტიპენდიების პროგრამის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დიდად აფასებს საქართველოსადმი გაწეულ მხარდაჭერას.

შეხვედრის დასაწყისში გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ რამსფელდმა ქართული ღვინოები დააგემოვნეს და მოისმინეს ისტორია ქართული მეღვინეობის უძველესი კულტურის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის პრესამსახური