საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი შსს-ს სავარაუდო დამნაშავის დაკავების ეფექტური ღონისძიებისთვის მადლობას უხდის ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და სამინისტროს, სავარაუდო დამნაშავის დაკავების ეფექტური ღონისძიებისთვის მადლობას უხდის. განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფაქტობრივად, მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამი დღე-ღამის განმავლობაში, განუწყვეტელ რეჟიმში მუშაობდა და, ძალიან ეფექტური ღონისძიების შედეგად, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

„თუმცა, სპეციალური გამოძიების საგანი უნდა გახდეს, როგორ მოხდა სავარაუდო დამნაშავის შემოსვლა, მათ შორის, საიდან და როგორ მოხდა ამის ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ყველა ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური