საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

მის აღმატებულებას
ბატონ ალექსანდრე ლუკაშენკოს
ბელარუსის რესპუბლიკის
პრეზიდენტს

თბილისი, 2016 წლის 3 ივლისი

პატივცემულო პრეზიდენტო,

გულითადად გილოცავთ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს.
მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, ახალი დროების სულისკვეთებით ვითარდება და წარმატებით ღრმავდება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო და რესპუბლიკა ბელარუსი შემდგომშიც განამტკიცებენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ამისთვის მყარ საფუძველს, ჩვენს ერებს შორის არსებული მეგობრული და სანდო ურთიერთობები წარმოადგენს.
ამ ღირსშესანიშნავ დღეს, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღესასწაული და გისურვოთ დღეგრძელობა და წარმატებები თქვენს საპასუხისმგებლო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში ბელარუსი ხალხის საკეთილდღეოდ.
 

პატივისცემით,
გიორგი კვირიკაშვილი