საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ამოსაბეჭდი ვერსია

თბილისი, 2016 წლის 3 ივლისი

პატივცემულო პრემიერ-მინისტრო,

გულითადად გილოცავთ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს.
მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის ისტორიულად დამყარებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, დამოუკიდებლობის პერიოდში კიდევ უფრო განმტკიცდა.
დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ყოველმხრივ განვითარებას.
ამ ღირშესანიშნავ დღეს, კიდევ ერთხელ გილოცავთ პირადად თქვენ და ბელარუს ხალხს ამ მშვენიერ დღესასწაულს და ვუსურვებ თქვენს ქვეყანას მშვიდობას და კეთილდღეობას.

პატივისცემით,
გიორგი კვირიკაშვილი


ბ-ნ ანდრეი კობიაკოვს,
ბელარუსის რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრს
ქ. მინსკი