საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-05

მთელი გულით ვულოცავ ჩემს მუსლიმან თანამემამულეებს რამაზანის დასრულებას.

ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია რამაზანის თვე თითოეული მუსლიმანისთვის.
საქართველოში ყოველთვის საამაყო და სამაგალითო იყო ჩვენი ერთობა და ძმობა, ერთმანეთისადმი სიყვარული. სასიხარულოა, რომ ეს დამოკიდებულება სულ უფრო ღრმავდება, მომავალ თაობებს გადაეცემა და მტკიცე ხდება.

კიდევ ერთხელ, ჩვენს მუსლიმან თანამემამულეებს მთელი გულით ვუსურვებ სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას, თითოეულ ოჯახს მშვიდობიანი მომავალი, წინსვლა და წარმატებები არ მოჰკლებოდეს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი