საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ჯონ კერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-06

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება. რამდენიმე წუთში დაიწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის პირისპირ შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა და ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილისა და ჯონ კერის ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური