საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ჯონ კერი: აშშ აღიარებს საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-06

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში ყოფნა. ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში. მე ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით აშშ-ის წვლილი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგანაც ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისათვის.მადლობა მასპინძლობისთვის!" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყების წინ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური