საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

მსოფლიო ბანკის მონაცემები ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-07

მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან გადავიდა საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, როგორიც საქართველოს ბოლო 15 წელია არ ჰქონია.

„ამ კლასიფიკაციაში წინსვლა საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჰქონია. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯის და საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განმარტებით, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაცია ეფუძნება თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური