საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილმა მხარდამჭერი რეზოლუციისთვის სენატორებს მადლობა გადაუხადა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-09

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ამერიკელ სენატორებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკელ" სენატორ ბობ კორკერს, ხოლო მოგვიანებით, კომიტეტის თანათავმჯდომარე, "დემოკრატ" სენატორ ბენჯამენ კარდინს ესაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სენატორებს მადლობა გადაუხადა რეზოლუციის მიღებისთვის, რომელშიც, აშშ-ის სენატი, ნატო-ს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სტრატეგიული პარტნიორისგან ასეთ თანადგომას ძალიან აფასებს, განსაკუთრებით, ნატო-ს ვარშავის სამიტის დროს.
პრემიერ-მინისტრმა სენატორები საქართველოში მოიწვია. ბობ კორკერმა და ბენჯამენ კარდინმა, გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც სტუმრობა მათთვის ყოველთვის განსაკუთრებულია.