საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-13

დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ და ჩავატაროთ ნამდვილად ღირსეული არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი განმარტებით, დღეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა ტარდება, რომელსაც უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი.

„მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კამპანია უკვე ერთი თვეა რაც მიმდინარეობს ყველანაირი ექსცესების გარეშე. უწყებათაშორისი სხდომის მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის და მინდა თეა წულუკიანს წარმატება ვუსურვო დღევანდელ სხდომაზე," - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური