საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

დიდი ლილოს დასახლებაში მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმო გაიხსნება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-13

70 ადამიანი დასაქმდება მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება. საწარმოს შესაქმნელად „კონსტრაქტ ვიჟენი" 700 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, კომპანია ახალ საწარმოში ასევე 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასაქმებს.

„შპს „კონსტრაქტ ვიჟენს" სახელმწიფოსგან გადაეცემა ქონება, მიწა და ძველი საწარმო-ნაგებობანი, სადაც ის განახორციელებს, მინიმუმ 700 ათასი ლარის ინვესტიციას. ძალიან მისასალმებელია, რომ საინვესტიციო პირობებში კომპანიამ თვითონ გამოთქვა ინიციატივა, რომ 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასქმებს ამ საწარმოში,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური