საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

სამუშაო სადილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგს და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. შეხვედრის დაწყებამდე, გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ქართული ღვინოები დააგემოვნეს და ქართული ღვინის უძველესი კულტურის შესახებ ისაუბრეს. სამუშაო სადილი ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციის- "საქართველოს ევროპული გზა", ფარგლებში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური