საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-14

ვულოცავ საფრანგეთის რესპუბლიკას, მთელ ფრანგ ხალხს დიდ ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს.
ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა არა მარტო საფრანგეთისთვის, არამედ მთელი ევროპისათვის. ამ დღეს უკავშირდება ევროპაში ახალი ეპოქის დაწყება, რომელმაც საფუძველი დაუდო გლობალურ დემოკრატიულ მოძრაობებს, ადამიანისა და მოქალაქის უფლებებს, ყველაფერს, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს ვუწოდებთ.
მთელი გულით ვუერთდები ფრანგი ხალხის დღესასწაულს და ვუსურვებ მათ მშვიდობას და წინსვლას.