საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა

2016-08-02

ქალბატონო ლიანა,

უდიდესი პატივისცემით გილოცავთ 70 წლის იუბილეს.
საუკუნის გრანდიოზული მევიოლინე - ასე აფასებენ თქვენს ნიჭს, ვირტუოზულობასა და არტისტიზმს, რომლითაც ვამაყობთ ქართველები.
თქვენმა არაჩვეულებრივმა საშემსრულებლო მანერამ მილიონობით თაყვანისმცემელი გაგიჩინათ მთელ მსოფლიოში. თქვენ ყოველთვის მოუთმენლად გელიან სამშობლოში.
გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით მოღვაწეობას.