საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-13

სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში ხელს არ დააფარებს არავის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამტრედიაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტზე კომენტირებისას. გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახს და აღნიშნა, რომ პირადად გააკონტროლებს გამოძიების მიმდინარეობას.

„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. როგორც კი ეს ფაქტი მოხდა, პოლიციელი, ვისზეც არის საუბარი, გადაყენებულია თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, გამოძიება ჩატარდება. არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო ხელს არავის არ დააფარებს. მეც პირადად აუცილებლად გავაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობას",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური