საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის პრეზიდენტის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო.
სამგლოვიარო ღონისძიებაზე, რომელიც პრეზიდენტ კარიმოვის მშობლიურ ქალაქ სამარყანდში გაიმართა, 17 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა.
უზბეკეთის პრეზიდენტს უკანასკნელი პატივი მიაგეს თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ავღანეთის პრეზიდენტებმა; ბელარუსის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრებმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, სხვადასხვა ქვეყნების აღმასრულებლი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური