საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-05

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი დახვდა. გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.

დღესვე საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური