საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველო ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას მასპინძლობს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-07

საქართველო, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას მასპინძლობს.

უდიდესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს, როგორც მეღვინეობის აკვნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების კუთხით - ასე შეაფასა გლობალური კონფერენციის გამართვა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობა, კონფერენციის ფარგლებში საქართველოში 42 ქვეყნის 250-ზე მეტი დელეგატის სტუმრობას მიესალმება.

„ამ უმნიშვნელოვანეს კონფერენციას ესწრება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, რომელიც გახლავთ საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი და მხარდამჭერი და ჩვენ ყველანი მივესალმებით ამ კონფერენციის ჩატარებას საქართველოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური