საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ოთარ დანელიას მადლობა გადაუხადა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ოთარ დანელიას, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში მინისტრთა კაბინეტის სხდომას ბოლოჯერ ესწრება.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ დარგში რეფორმები ოთარ დანელიასთან ერთად, პარლამენტიდან გაგრძელდება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომელიც ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც აქვს.

„ამ მიმართულებით ჩვენ უნდა განვაგრძოთ რეფორმები ოთართან ერთად პარლამენტიდან. ჩვენ ჩასატარებელი გვაქვს უმნიშვნელოვანესი სამუშაო, ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური სივრცის ევროპასთან ჰარმონიზაციის კუთხით. ამ მიმართულებით, ოთარის კომპეტენცია და გამოცდილება და გაკეთებული წარმატებული საქმეები, ჩვენი რეფორმების შემდგომი წარმატებების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ოთარ დანელიას წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური