საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერი ალეკო ელისაშვილს სთხოვს საფრთხის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას მიაწოდოს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სთხოვს, შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას მიაწოდოს.

როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, შესაძლოა, იგი იყოს გამოკითხული და თუ რაიმე საშიშროება იქნება, სამართალდამცავი უწყებები მასზე კანონისმიერ რეაგირებას მოახდენენ.

„მას ამის სრული უფლება აქვს და თუ მასზე რაიმე ტიპის ზეწოლა ხორციელდება, იგი ასე უნდა მოიქცეს. თუმცა, ჩვენ გვახსოვს წარსულში განცხადებები, იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან, შემდეგ კი ასეთი რამ არ დადასტურდა. მე არ ვამბობ, რომ იგივე შემთხვევაა, მაგრამ თუ არის ასეთი რამ, ყველას აქვს უფლება, ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური