საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-16

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება, - როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება, რისთვისაც სახელმწიფო კომპანიას, სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში 10 650 კვმ მიწის ნაკვეთს გადასცემს. კომპანია 10-მდე ადამიანს დაასაქმებს.

ქალაქ ფოთში კი, საფეიქრო, ტექსტილის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება და ამ მიზნით, კომპანია 9 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 1000 ადამიანი დასაქმდება.
„ეს არის ძალიან მსხვილი, საფეიქრო, ტექსტილის მწარმოებელი კომპანია და მას სიმბოლურ ფასად გადაეცემა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, რომლებიც დღეს უვარგისია, თუმცა კომპანია მათ განახლებას და იქ ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კიდევ ერთ კომპანიას კი, რომელმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე შექმნა მეფრინველეობის კომპლექსი, საწარმოს გაფართოების მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე 1,4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური