საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 107 დევნილ ოჯახს გადაეცემა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-16

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 107 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - განკარგულებას მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 12 600 დევნილ ოჯახს გადაეცა, ეს პროცესი მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური