საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ეკონომიკური თავისუფლების მხრივ საქართველო მე-5 ადგილზეა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-16

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ფრეზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) კვლევის 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის, ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო პირველად არის მე-5 ადგილზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნულ კვლევაში საქართველოს ლიდერ პოზიციაზე ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

„ამ შედარებით ინდექსში საქართველო მე-5 ადგილზე იმყოფება ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორიცაა: ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და მეხუთე არის საქართველო. ესა ძალიან დიდი წინსვლა. მინდა, შედარებისთვის ვთქვა, რომ 2015 წელს ჩვენ ვიყავით მე-12 პოზიციაზე, 2014 წელს - მე-16 ადგილზე, 2013 წელს - 21-ე ადგილზე, 2012 წელს კი 53-ე პოზიციაზე. ჩვენ გვაქვს დიდი პროგრესი, რომელიც განპირობებულია ისეთ სფეროებში წინსვლით, როგორიცაა ფინანსების ხელმისაწვდომობა, საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლების დაცვა და სხვა მიმართულებები. ეს არის ასევე ძალიან დიდი წინსვლა საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის," - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური