საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის მილოცვა დავით სერგეენკოს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევა მიულოცა.
„ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ჩვენი კოლეგა, დავით სერგეენკო აირჩიეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. მინდა, მივულოცო ბატონ დავითს და მთლიანად მინისტრთა კაბინეტს ეს ძალიან დიდი წარმატება!" - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური