საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესია გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-20

 

ნიუ-იორკში დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესია გაიხსნა. სესიის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. გენერალურ ასამბლეას დღეს სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიმართა.
სესიაზე ხვალ სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესია 26 სექტემბერს დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური