საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-30

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი, მაღალტექნოლოგიური 25,5 მეგავატის სიმძლავრის ღუმელი ჩაირთო, - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ, ახალი ღუმელის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა საამქრო დაათვალიერა და ახალი საწარმოო ღუმელის რესურსის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
კომპანიის ხელმძღვანელობის ცნობით, ახალი საწარმოო ღუმელი რესურსის ეფექტური მოხმარებითა და გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით გამოირჩევა, რითაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მსოფლიოს წამყვანი მეტალურგიული საწარმოების სტანდარტებს უახლოვდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსასმსახური