საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი - მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-08

მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს; ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობას ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საბურთალოს მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც არჩევანი ოჯახთან ერთად დააფიქსირა. პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას არჩევნების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. „მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს; ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის; ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას. მხარი დავუჭირე ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და უკეთეს განათლებას. ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, როდესაც ისინი საკუთარი თავის და საკუთარი სინდისის წინაშე დარჩებიან, არჩევანს გააკეთებენ კიდევ უფრო უკეთესი საქართველოს მომავლისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური