საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

მთავრობა ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას დაამტკიცებს ამოსაბეჭდი ვერსია

მთავრობა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას დაამტკიცებს, - 2017-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო წარადგენს, გადამცემი ქსელების სისტემის ძალიან მნიშვნელოვან მოდერნიზებას ითვალისწინებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საუბარია 735 მილიონი ევროს ინვესტიციაზე მომდევნო წლების განმავლობაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით, რომელთა შორის არიან - KFW, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD) და მსოფლიო ბანკი.
„ვფიქრობთ, ამ ინვესტიციის შედეგად, შესაძლებელი გახდება საქართველოს ენერგოსისტემის ეფექტურობის გაზრდა, ექსპორტის და იმპორტის მნიშვნელოვანი ტექნიკური გაუმჯობესება, რაც რეგიონულ ქსელებში საქართველოს ინტეგრირებას რამდენჯერმე გააუმჯობესებს. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია ასევე, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რათა საქართველოში გენერაციის ობიექტებისთვის მოსაზიდი ინვესტიციები წავახალისოთ", - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური