საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 195 დევნილ ოჯახს გადაეცემა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-09

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 195 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დევნილები საცხოვრებელ სახლებს თბილისში, მცხეთაში, ხონსა და წყალტუბოში მიიღებენ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი მუდმივ საკუთრებაში 13 600 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური