საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

თედო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-09

თედო ჯაფარიძე საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თედო ჯაფარიძე ყველასთვის ცნობილი, უაღრესად გამოცდილი, უმაღლესი რანგის პროფესიონალია, რომლის მუშაობა გუნდში, საგარეო მიმართულებით საქართველოს უმნიშვნელოვანესი გეგმების განხორციელების საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რადგან ვფიქრობთ, ბატონი თედოს მუშაობა საგარეო მიმართულებით ჩვენს პრიორიტეტებს ძალიან წაადგება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და თედო ჯაფარიძეს, შეთავაზების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური