საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო. საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. ღვთისმსახურების დაწყებამდე, სამების ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.