საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა ფილიპ როსლერთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) რეგიონალური სტრატეგიების ცენტრის ხელმძღვანელს, ფილიპ როსლერს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს. მან მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს მოწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრები კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობა გახდება.

ფილიპ როსლერი 2011-2013 წლებში იყო გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკის მინისტრი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური