საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა კომპანია Ginkgo Bioworks-თან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-19

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია "Ginkgo Bioworks"-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯეისონ კელის შეხვდა. საუბარი შეეხო ბიოტექნოლოგიების სფეროში საქართველოს პოტენციალს და საქართველოში კომპანია "Ginkgo Bioworks"-ის საქმიანობის გაფართოების პერსპექტივებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს რეფორმების გეგმა, რომლის შემადგენელი ნაწილია ინოვაციური ეკონომიკის განვითარება, რაც, მისი თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის წამყვან ძალად უნდა იქცეს.

შეხვედრაზე მხარეებმა აკადემიური და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ინოვაციური პროდუქტების კომერციალიზაციაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური